saqarTvelos arxebi - salTvisis arxi
სარწყავი არხი შიდა ქართლში. წყალს იღებს მდინარე დიდი ლიახვიდან. სათავე ნაგებობა დგას ქ. ცხინვალში (ამავე ნაგებობიდან, მდინარე მარცხენა მხარეს, იწყება ტირიფონის არხი). მაგისტრალური არხის სიგრძეა 8 კმ, სარწყავი ქსელისა - 325 კმ. მაქსიმალური გამტარუნარიანობა 9,0 მ³/წმ. ექსპლუატაციაშია 1950 წლიდან. რწყავს 11978 ჰა სავარგულს. აქედან გორის მუნიციპალიტეტში - 7735 ჰა. ქარელის მუნიციპალიტეტში - 4243 ჰა.